21:38 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 13:05:31, 1386 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების ფოტოებია გაკრული

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა, თბილისის საკრებულოთან, სადაც ისინი აქციას მართავენ, ნაგვის ურნა მიიტანეს.ურნაზე მათ საკრებულოს იმ წევრების ფოტოები გააკრეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს და მიეცეს პასუხისმგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics