15:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 12:16:03, 2283 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა

„გენერალური პროკურურობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი დაიდება და ასევე ის ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა“, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, როგორ გამჭვირვალედაც დაიწყო ეს პროცესი, ისე გამჭვირვალედ გაგრძელდება.

„საპროკურორო საბჭოს ფარგლებში უზრუნველვყოფთ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. დღეში გავესაუბრებით ორ კანდიდატს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდება აუდიოჩანაწერი ამ გასაუბრების და ასევე ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა ეს გასაუბრება, რათა პროფესიულ წრეებს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, თვალყური ადევნონ ამ პროცესს. როგორც გამჭვირვალედ დაიწყო ეს პროცესი, ისე გამჭვირვალედ გაგრძელდება. ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი გამჭვირვალობისა და ღიაობის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics