|
2015-07-28 16:07:02, 546 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს არქივის ახალი შენობა ექნება
სამეგრელოს რეგიონში არქივს ახალი შენობა ექნება. ზუგდიდის ადგილობრივი არქივის გვერდით შენდება 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდება. ამავე დროს, სრული რეაბილიტაცია უტარდება არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას, რომელიც ახალ ნაგებობას მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდება. საცავები, რომელთა საერთო ფართი 1112 კვ. მეტრი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, აღიჭურვება კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების − ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის − არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად რეგიონული არქივის შენობაში მოეწყობა სამკითხველო და საგამოფენო სივრცე. მშენებლობა, რომელსაც ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია შპს „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს, 2015 წლის 2 თებერვალს დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ორი რეგიონული არქივის თანამედროვე შენობა უკვე აქვს თელავსა და რუსთავში − კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული არქივები.
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე წარადგინა
გოცირიძე- გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)