13:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 16:32:25, 1484 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე: 8 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას

„8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინა არჩევნებთან შედარებით, აქტიურად ჩაერთვება 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში.

„მე, თუკი ეს იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობის იუსტიციის სამინიტროში. პირადად ვფიქრობ, რომ საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერ აქტიური საარჩევნო კამპანიაში, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, არ ვგულისხმობ 2012 წელს. მე ვაპირებ ამას იმიტომ, რომ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics