|
2020-01-21 14:00:24, 1338 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - საქართველო ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის საუკეთესოა
საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტებს, იურგნ რიტგერინქსა და ალან პილოუს საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. გიორგი გახარიას შეფასებით, EBRD საქართველოს განვითარების დღის წესრიგის ძლიერი მხარდამჭერია და მთავრობა აფასებს მასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია, მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე, ქვეყანას განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. საუბრისას ხაზი გაესვა EBRD-ის როლს ეროვნული ენერგოეფექტურობის სტრატეგიის შექმნაში, ასევე განსაკუთრებულ წვლილს განათლების სექტორში, რამდენადაც აღნიშნული სფეროს რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის ინკლუზიურობისა და კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. მხარეების შეფასებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოკიდებელი პლატფორმაა. "ძალიან ვამაყობ, რომ 2019 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების მიხედვით ჩვენთვის საუკეთესო წელი იყო. თითქმის 300 მილიონის კაპიტალდაბანდება მოვახდინეთ წლის განმავლობაში და ჯამში დაახლოებით მილიარდიანი საკრედიტო პორტფელი გაგვაჩნია. ამდენად, უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თან ჩვენი ინვესტიციების 70% კერძო სექტორშია ჩადებული. საქართველოსთან თანამშრომლობა აშკარად ძალიან კარგი გვაქვს. ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა",- განაცხადა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილი დაესწრნენ.
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)