13:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 14:40:03, 1478 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, აღვნიშნავ საქართველოს დიდ პროგრესს

„მინდა აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“,  -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა განაცხადა.

როგორც რუდმა აღნიშნა, დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, რომელიც აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მიღწეული იქნას შეთანხმება.

მანვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის გატარება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, მინდა, აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ს, ევროკავშირისა დ ევროსაბჭოს მხარდაჭერით. ეს წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics