|
2015-07-28 10:08:35, 5513 ნახვა
რეგიონი
გრიგოლიშში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ საკანკიოს უბანში 12 გრძ/მ საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტით მოსარგებლეები ასევე ქვეითად მოსიარულეები შეძლებენ ხიდზე კომფორტულ გადაადგილებას. საავტომობილო ხიდით 38 – მდე ოჯახი ისარგებლებს. მუნიციპალიტეტის გამგეობლის წარმომადგენლის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგიტა კანკიას განმარტებით, საკანკიოს უბანში საავტომობილო ხიდის პრობლემა წლებია არსებობს და ამ პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა. ახლა კი ეს პრობლემა თითქმის მოგვარებულია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 37 940 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)