|
2020-01-16 18:56:39, 2992 ნახვა
რეგიონი
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შუახევში პირველად გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, შუახევის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა და ვეტერინარული კლინიკა გახსნა. ახალი სანერგე და საჩითილე მეურნეობა შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, მისცემს მათ საშუალებას მიიღონ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი და საჩითილე მასალა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფერმერებს მიეცემათ შესაძლებლობა კიდევ უფრო წარმატებით განახორციელონ საქმიანობა. ,,შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა აგროკომპლექსი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ვეტერინარულ კლინიკას, საჩითილე და სანერგე მეურნეობას. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი მოემსახურება მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების შექმნას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს აგროსექტორი და ფერმერებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს". - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის'' ფარგლებში ხორციელდება და ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები. პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში (ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის) ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე სოფელ ქიძინიძეები 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე (მსხალი, ვაშლი, ჩანდლერის ჯიშის ნიგოზი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ვაშლატამა) ხეხილის სანერგე მეურნეობა. ასევე გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდება მეცხოველეობის განვითარება. გახსნის ცერემონიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 744 970 ლარს შეადგენს და აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)