|
2020-01-16 13:42:25, 5352 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი სტანდარტები დაწესდა
თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება. ახალი სტანდარტების დადგენის მიზნით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზას მის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლად შექმნილი „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტისგან“ ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შექმნილი ხარისხის კონტროლის ახალი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავდაცვის ძალებში ნატოსთან თავსებადი კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე. დეპარტამენტის ფუნქციებში ასევე შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა და ყველა ტიპის მომსახურების ხარისხის კონტროლი. თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკა სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება დასავლური სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, ღია და დახურულ სივრცეებში მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონები და სატრენაჟორო დარბაზები. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ოთხჯერ მეტი - 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)