|
2020-01-16 12:15:20, 1573 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან - თამარ ჟვანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა. უწყებების ხელმძღვანელებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის გეგმები შეაჯერეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგებს და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს. ცესკოს თანამშრომლებისთვის, ასევე, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ისინი უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ კონსულტაციების მიღებას. უწყებები ითანამშრომლებენ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც, პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით. შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამსახურის საგამოძიებო ფუნქციაზეც ისაუბრეს და დანაშაულის შესაძლო ნიშნების შემთხვევაში, შეტყობინების დროულად მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)