20:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 18:47:47, 754 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა გააცნო

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.

ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მუშაობის სპეციფიკა, ზოგადად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და გეზ-ის პროცედურები  გააცნო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტეინერების კონტროლის დანაყოფი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ევროკავშირი კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთ-ერთი დონორია.

აღნიშნული  დანაყოფის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში.

კონტეინერების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების კონტროლს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებთან ერთად, ახორციელებენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა დასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ცნობისთვის, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ანალოგიური დანაყოფი ფუნქციონირებს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics