|
2015-07-27 17:03:52, 563 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძეს შეწყალებასთან დაკავშირებით, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს. უწყების განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს. 2015 წლის 11 მაისს №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება, რომელიც სტანდარტულად ასახავს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე. საყურადღებოა, რომ შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის ივლისში, ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ. შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 9 ივნისს, მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე დაისაჯა რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით. უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ უწოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას გადაუგზავნოს მსჯავრდებულის დახასიათება, რომელიც ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციას და არ შეიცავს შეფასებით ნაწილს, რომელშიც გამოხატული იქნება პენიტენციური დაწესებულების ან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიცია, რეკომენდაცია ან რაიმე სხვა ფორმით მინიშნება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. მსჯავრდებულის შეფასებასა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიცემას ახორციელებს მხოლოდ შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ყველა დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის შეფასებითი პოზიციის შედეგია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების პროცესში მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მონაწილეობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე წარადგინა
გოცირიძე- გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)