11:41 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 16:10:46, 3308 ნახვა

რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის და სასამართლო შენობის ალყის პირობებში, რაც ობიექტურად ვერ ჩაითვლება.

„გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის და სასამართლო შენობის ალყის პირობებში. მსგავსი ზეწოლის პირობებში საუბარი იმაზე, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შეუძლებელია. გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღის მანძილზე  ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics