14:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 12:31:36, 5003 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანისგან დამნაშავეების დასჯასა და ბოდიშის მოხდას ველოდებით

„ირანისგან ველით კომპენსაციას, გამოძიების ღიაობას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბრალის აღიარებას Facebook- ის პირად გვერდზე.

ზელენსკის თქმით, ირანმა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

„დღევანდელი დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა იყო სიმართლის მთქმელი. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე ირანმა ბრალი აღიარა. ირანისგან ველით კომპენსაციას, გამოძიების ღიაობას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics