10:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 14:05:22, 2387 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

უწყების განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს სოხუში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებს. მომხდარ მოვლენებს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ მხარეები პირდაპირი, მშვიდობიანი დილოგის გზით, სამართლებრივ ჩარჩოში ვითარების უმოკლეს დროში სტაბილიზაციას შეძლებენ“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics