11:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 11:39:24, 1848 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო - არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მთავრობასა და ოპოზიციას დიალოგისა და კომპრომისზე წასვლისაკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, „არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს  მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics