|
2020-01-09 18:08:25, 2341 ნახვა
საზოგადოება
2020 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის თხევადი აირის ბალონებისა და სისტემის ინსპექტირება დაიწყო
2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ გათხევადებული აირის აირბალონი და მისი მოწყობილობის სისტემა, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აირბალონისა და მისი მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო გახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვება. აღსანიშნავია, რომ გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოხდება მხოლოდ კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ: გათხევადებული აირის აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება აირბალონის დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია. ამასთან, ინსპექტირების ცენტრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება, თუ ინსპექტირების ცენტრი განახორციელებს ისეთი აირბალონის ინსპექტირებას, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა არ არის გასული. რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება. გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა თუ აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აირბალონისა და მისი მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატების მოპოვებას. ინსპექტირების სერტიფიკატები გაიცემა აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის (ინსპექტირების ორგანო) მიერ. ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს. მათი მისამართებია: o შპს „გაზ კონტროლი" -- კახეთის გზატკეცილი №67 o შპს „გიომოტორსი" -- ქ. გორი, სუხიშვილის ქ №63 o შპს "გიომ-1" -- ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ. №32 o შპს "ჰესლერი" -- ქ. თბილისი გიორგი მდივანის პირველი შესახვევი №10 o შპს "გარეჯი 2010" -- საგარეჯო, დოდაშვილის ქ. № 13 o შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: თელავის რაიონის სოფ. ნასამხრალი o შპს "გარეჯი 2010"-ის ფილიალი: წნორი, ქიზიყის ქ. № 45
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)