|
2020-01-09 11:45:39, 1775 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ მთავრობის წინააღმდეგ დავის წამოწყებას არანაირი საფუძველი არ აქვს
„ჩვენ არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დავის დაწყება კონსორციუმის უფლებაა და თუ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო ამ დავაში ჩართული იქნება, როგორც მხარე. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ ვითარება ძალიან ნათელია. როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცედენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, იმ საჯარიმო სანქციების პატიება, საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. როგორც გახსოვთ, ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებით და კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან დადებულ პირობებშიც კი გამოვთქვით მზაობა პირობების შეცვლის, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი და კონსორციუმმა ვერ შეძლო ამ ვალდებულებების შესრულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი. მიუხედავად ამისა, ეს რა თქმა უნდა, კონსორციუმის უფლებაა, მათი ნებაა და რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ვიქნებით ამ დავაში ჩართული, როგორც მხარე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)