11:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 15:42:38, 2187 ნახვა

რეგიონი
ბათუმში შობა ტრადიციული ალილოთი აღინიშნა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო მოეწყო. საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები შეუერთდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ მრევლს შობა მიულოცა და კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა - ,,შობა განსაკუთრებული დღესასწაულია. შობა არის ახალი სიცოცხლის და იმედის სიმბოლო, გისურვებთ იმედების ასრულებას  მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას".

ალილო 12 საათზე დაიწყო და ბათუმი მოიცვა. ალილოს მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან, ქვეყნისთვის თავდადებულთა პატივისცემის ნიშნად შეჩერდა და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

შობის მახარობლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბათუმის მერი, საზოგადოების წარმომადგენლები საშობაო ნობათით შეუერთდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics