|
2015-07-27 10:25:06, 5528 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ შშმ პირებს ეტლები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ( ჭითაწყარი, ნაწულუკუ, ბაში, ნარაზენი) მცხოვრებ 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები პირადად გადასცეს. აღნიშნული ეტლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად ქალთა ასოციაციამ „ქალები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“ გადასცა. ეტლები გადაეცათ ისეთ პირებს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ ეტლი, ან ჰქონდათ და დაზიანებული იყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახალი ეტლების შეძენა წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრიორიტეტს მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. დღეს გადაცემული ეტლები კი თანამედროვე ტიპის, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტულ ეტლს წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)