04:47 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 11:30:28, 1081 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ოჯახები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ 6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება.

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბინები სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ  სიმონიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა გადასცეს.

2019 წელს, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

ეს პროცესი 2020  წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს  გადაეცემა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics