|
2019-12-28 17:16:03, 2523 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენა-გაყიდვა 28 და 29 დეკემბერს იმართება და მასზე 6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 250-მდე ხელნაკეთი ნივთია წარმოდგენილი. მსჯავრდებულები სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საახალწლო და საშობაო თემატიკაზე ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომელთა დათვალიერება და ყიდვა ნებისმიერ მსურველს ადგილზე შეეძლება. გამოფენაზე ძირითადად კერამიკის, თექის, მინანქრის, ხეზე ნაკვეთი და ტყავის ნაკეთობებია წარმოდგენილი. დღეს გამოფენა-გაყიდვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ცხვარაშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ყოველთვის წახალისებული და მხარდაჭერილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რადგან მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარში დავუდგეთ ჩვენს სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და დავეხმაროთ მათ როგორც სხვადასხვა ხელობის, ან პროფესიის ათვისებაში, ასევე შემდეგ უკვე მათი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციაში. მსგავსი აქტივობები სტიმულს აძლევს პატიმრებს და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)