15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 11:06:51, 3707 ნახვა

სამართალი
2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს  ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში - 47,  აჭარაში - 43, კახეთში - 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, შავ ზღვაშიც - 24, გურიაში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.  

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - 16.    

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics