|
2019-12-27 18:20:36, 2713 ნახვა
ეკონომიკა
მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება
მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა უკვე გათვალისწინებულია. „ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)