|
2019-12-27 12:45:19, 1396 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კორეასთან სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე
„კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან განვიხილავთ ორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის ინვესტიციები და ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ორმხრივ ხელშეწყობას" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სეულში განაცხადა, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა, კორეულ მხარესთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ" შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს და შეაჯერეს შეთანხმების პროექტის სხვადასხვა მუხლები და დებულებები. კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის ხაზგასასმელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა, რომელიც გენადი არველაძისა და ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იუნ კანგ-ჰიონის თანათავმჯდომარეობით სეულში ჩატარდა. შეხვედრას გენადი არველაძესთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)