17:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 18:48:08, 1473 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტაჟირების პროგრამა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ინოვაციების სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებს შორის სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფასილიტაციით GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპ კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაკავშირებას სტაჟირების პროგრამის საშუალებით. ამ ეტაპზე 53 ვაკანსიაა წარმოდგენილი, რომელსაც 16 სტარტაპი სთავაზობს სტუდენტებს, სტაჟირების პროგრამა სამ თვეს გაგრძელდება.  

სტაჟირების პროგრამაში შემდეგი სტარტაპები მონაწილეობენ: VRex Immersive; Lingwing; My Drug App; TTM; Pulsar AI; Elven Technologies; LiveCaller; Logmind; BIZON; B2C.GE; kalo.ge (traktor); Nasta; Travel Guide App; Anti-Gaming Studio; RNSEED Fabrik; Wandio.

სტაჟირების პროგრამის მიზანია, გაზარდოს სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართული ადამიანების რიცხვი, ხელი შეუწყოს ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორების ჩართვასა და არსებული სტარტაპ კომპანიების განვითარებას, მოახდინოს ანტრეპრენერული მიდგომების პოპულარიზება, განავითაროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი  უნივერსიტეტის სტუდენტებში და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო ინტეგრაციას შრომით ბაზარზე. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics