|
2019-12-26 15:44:21, 1631 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ხელშეწყობით სერვისი KoronaPay ამოქმედდა
ფულადი გზავნილის მიღება პირდაპირ ბარათზე გახდა შესაძლებელი. სერვისი KoronaPay, ეს არის ახალი მომსახურება, რომელიც გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონა“, ვითიბი ბანკთან თანამშრომლობით დანერგა. აღნიშნული მომსახურება უზრუნველყოფს, ფულადი გზავნილის ჩარიცხვას ნებისმიერი ქართული ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათზე. “KoronaPay“ უფასოდ არის ხელმისაწვდომი App Store -ში და Google Play -ში და ასევე საიტზე koronapay.com, მობილურ აპლიკაციაში აისახება ყველა გზავნილი და შესაძლებელია სასურველი გზავნილის მარტივად ბარათზე ჩარიცხვა. ბარათზე, აღნიშნული გზავნილი ლარში დაკონევერტირებული აისახება. „ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონა“ დღეს საქართველოს 81 დასახლებული პუნქტის 1100 წერტილშია წარმოდგენილი. წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტეტებთან ერთად, ჩვენი გზავნილები მართლაც, რომ ყველსთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, და დღეს ვითიბი ბანკთან ერთად ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობას - კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით მარტივად ჩაირიცხონ თანხა საკუთრ ბარათზე“ - განაცხადა „ზოლოტაია კორონას“ დირექტორის მოადგილემ - ოლესია ფიოდოროვამ. „ვითიბი ბანკი“ ცდილობს დანერგოს ყველაზე აქტუალური სერვისები და ხელმოსაწვდომი გახადოს წამყვანი ტექნოლოგიები. დღეს საფინანსო სფეროს მთავარ ტრენდს, სწორედ დიჯიტალიზაცია და სერვისების სმარტფონში გადატანა წარმოადგენს. მომხარებლებს, მომსახურების მიღება სწრაფად და კომფორტულად სურთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები დადებითად შეაფასებენ ახალ მომსახურებას, რომელიც ნებისმიერი ბანკის ბარათით არის ხელმისაწვდომი.“ - განაცხადა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)