20:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 12:38:48, 817 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ მელითაური.

შეხვედრისას მხარეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

აღნიშნული სამუშაო ვერსია სავალუტო ფონდის ორი პროგრამის „Safeguard“-ისა და „FSAP“-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. გიორგი აბაშიშვილმა ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია ასევე მიაწოდა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს საქართველოში ქეით ჯულიანის. ამასთან, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აღნიშნული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით მომავალ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების და ბიზნეს ასოციაციების წარმომამადგენლებთან, ასევე ექსპერთებთან ეკონომიკის საკითხებში და ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს წევრებთან-ეროვნული ბანკის საბჭოსთან კონსულტაციებს გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics