|
2019-12-23 11:54:20, 926 ნახვა
საზოგადოება
მცირე მარნების წარმომადგენლებს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშები გააცნეს
ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მცირე მარნების წარმომადგენლებს და ახალგაზრდა მეღვინეებს ტრენინგი - „იშვიათი აბორიგენული ვაზის ჯიშები მცირე მარნების პრაქტიკაში“ ჩაუტარა. ტრენინგის მონაწილეებმა რეგიონებში მცირედ გავრცელებული, პერსპექტიული ვაზის ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ამ ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. ტრენინგზე ყურადღება ღვინის ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებულ რეგულაციებზეც გამახვილდა. „მცირე მარნებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება სწორედ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოებით შეუძლიათ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ ახალგაზრდა მეღვინეებისთვის იმ იშვიათი ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ.“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)