|
2019-12-21 10:34:20, 2084 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: წიაღის სექტორში გაცემული ლიცენზიების ფარგლებში მომავალ წელს 3000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ველოდებით
საქართველოს პარლამენტის სესიაზე მოხსენების დროს, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში გაიმართა, ნათია თურნავამ წიაღის სექტორის რეფორმასა და წიაღისეულის ეკონომიკაში ჩართვის დაჩქარებისკენ მიმართულ გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წიაღისეულის საბადოების ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიზნით ბოლო 6 თვის განმავლობაში ხორციელდება არაერთი ცვლილება. „მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა წიაღის სექტორის ახალი სტრატეგია, რომლის ფარგლებში ვნერგავთ ინტეგრირებულ სალიცენზიო სისტემას - „ერთი ფანჯრის“ პრინციპს, ვამარტივებთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, განსაკუთრებულად ვეხმარებით მცირე ბიზნესს - ახლახანს 120-ზე მეტმა მცირე საწარმომ მიიღო ტექნიკური წყლის ლიცენზია, მომავალ წელს ველოდებით 3000-ზე მეტ სამუშაო ადგილს“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, რეფორმის ძირითადი არსი არის საქართველოში წიაღის მოპოვებასთან ერთად წიაღის გადამუშავების წახალისება იმდაგვარად, რომ ამ სექტორში მეტი დამატებული ღირებულება იქმნებოდეს ქვეყნის შიგნით და არა მის ფარგლებს გარეთ. „ჩვენი რეფორმა გათვლილია წიაღის არა მხოლოდ მოპოვების სტიმულირებაზე, არამედ მისი საქართველოში გადამუშავების წახალისებაზე და ამ ვალდებულებებს ჩვენ ავსახავთ ლიცენზიებში. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში აშენდა 218 წიაღის გადამამუშავებელი ახალი საწარმო და ჩვენი რეფორმის ფარგლებში ეს პროცესი გეგმაზომიერ სახეს იღებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გაიცა 466 ლიცენზია. აუქციონის ფასისა და მოსაკრებლის სახით ნოემბრის თვის მდგომარეობით ბიუჯეტში შევიდა 58 მლნ ლარზე მეტი, და რაც მთავარია, 11 თვის მონაცემებით გაცემული ლიცენზიების საინვესტიციო მოცულობა 80 მლნ ლარს აჭარბებს.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)