19:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 17:07:46, 5582 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100 დღის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება  ახალ,  ჯარისკაცზე  ორიენტირებულ  სოციალურ  პოლიტიკაზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად და პრიორიტეტად  კი, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა.

2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა  და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე  200-დან 800  ლარამდე დანამატები  დაუწესდებათ. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას და ფინანსურ მხარდაჭერას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო  მოსამსახურეებზე ზრუნვის პროცესში,  მინისტრმა  ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და წეროვანის  ახალი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა,  რომელიც ამერიკული  მხარის ფინანსური კონტრიბუციით აშენდა.

„კომპლექსი რეგიონში უნიკალური იქნება და თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება, როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ   რეაბილიტაციაში, ისე სპორტულ მომზადებაში შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ ძალისხმევისთვის და გაწეული დახმარებისთვის. როგორც იცით, სამინისტრო  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, წეროვანში, იანვარში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დაასრულებს“, - აღნიშნა  მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის ქართულმა მხარემ დაახლოებით მილიონი ლარი, ხოლო ამერიკულმა მხარემ 5 მილიონ დოლარამდე  გაიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics