|
2019-12-20 17:08:43, 5510 ნახვა
სამხედრო
ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება
თავდაცვის მინისტრის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემას დაეთმო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვის პროცესში, ღირსეული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალი სტანდარტი პრიორიტეტს წარმოადგენს: „1 ნოემბრიდან სამხედროებს ჩვენ ანაზღაურება წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გავუზარდეთ და ხელფასების ზრდის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 2020 წელს, სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 22 მილიონი ლარი გამოიყოფა. მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცები განახლებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. დაგეგმილია ამბულატორული, სტაციონარული, მედიკამენტოზური და სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებული სერვისების უზრუნველყოფა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში: „დაზღვევის პრობლემა ჯარში იდგა ძალიან მწვავედ. ამ საკითხის მოწესრიგება და გაუმჯობესება ჩვენ მოსვლის დღიდანვე მიზნად დავისახეთ. ჩემი დავალებით გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებით ჯარისკაცებმა შეუზღუდავი მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში უნდა შეძლონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)