|
2019-12-19 18:13:24, 1727 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მესამე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა
„ექსპორტი მიმდინარე წლის ნოემბერში 25 პროცენტით გაიზარდა, ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში კი იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით. ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ეკონომიკური ზრდის გამწევ ძალად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „საქსტატის" ინფორმაციით, ყოველკვარტალური მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის მესამე კვარტალში 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტს გაუტოლდა. კვარტალური კვლევის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდა 0.1 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. „ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არევისა და დესტაბილიტაციის მცდელობებმა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაზე ნაკლები გავლენა იქონიოს, განვითარდეს ეკონომიკა, განვითარდეს ბიზნესი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენი გეგმების მიხედვით მოსახლეობის უფრო მეტ კეთილდღეობას მივაღწიოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)