|
2019-12-18 15:18:08, 1601 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ყოველთვის ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რათა გავამყაროთ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და სიღარიბე დავძლიოთ
„ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება სტაბილურად, წელიწადში საშუალოდ 13.5%-ით იზრდება გამოშვება ამ სექტორიდან, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი - 450 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესშია შექმნილი. ამდენად, ყოველთვის ხელს შევუწყობთ მის განვითარებას, რათა გავამყაროთ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და სიღარიბე დავძლიოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე". ნათია თურნავამ შეხვედრაზე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და დინამიკაზე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ მიმდინარე იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც სახელმწიფო სწორედ ამ სექტორის მხარდასაჭერად და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით ახორციელებს. „ეს არის პირველ რიგში ფინანსური დახმარების პროგრამები, მათ შორის ბანკების სესხების პროცენტის სუბსიდირება, რომლის წყალობითაც უკანასკნელ 5 წელიწადში 464 ახალი საწარმო ამოქმედდა, შეიქმნა ახალი 15 600 სამუშაო ადგილი და ამ სექტორში მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა; ეს არის მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც მომავალ წელს განახლდება და ამ ეტაპზე 6000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო მასში მონაწილეობა და ძალიან მცირე, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი ბიზნესი შექმნა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ახალ პროგრამებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს, რათა მცირე ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს არამარტო საქართველოს შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, უწყება ამუშავებს ერთიანი ფრონტოფისის, იგივე ერთიანი ბიზნესსახლის კონცეფციას, რომელიც მთავრობის სხდომაზე ძალიან მალე დამტკიცდება და რომელშიც ძირითადი აქცენტი იქნება იმაზე, რომ მცირე მეწარმეებს მათთვის სასურველი სერვისები მიღება თავის საცხოვრებელ ადგილზე შეეძლოთ - სოფლებში, დაბებში თუ მაღალმთიან რეგიონებში. საკრედიტო-საგარანტიო სქემა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც, მინისტრის ინფორმაციით, ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში კი ბიზნესის ინტერესების შესაბამისად გადაკეთდება. „მიუხედავად ჩვენი ძალიან მაღალი დონის ძალისხმევისა, ეს სქემა ჯერჯერობით სრულფასოვნად ვერ ამოქმედდა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ბანკებს, რათა გავიგოთ, მათი მხრიდან რატომაა ინტერესი ჯერ კიდევ დაბალი. და იმედი გავქვს, რომ განვაახლებთ ამ პროგრამას, თუ საჭიროა, გადავაკეთებთ მას და მეტად მოვარგებთ ბიზნესის საჭიროებებს - გაისად ჩვენ პორტფელში არცერთი უმოქმედო პროგრამა არ უნდა გვქონდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)