|
2019-12-18 12:38:50, 960 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება
„დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლებათ. „დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი ნაწარმოები პროდუქცია ჩამოაქვს. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები შენდეგ ლოკაციებზე ამოქმედდება: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროსადგურების - „დელისისა“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში - ბორის პაიჭაძის N1-თან; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, ჯავახეთის ქუჩაზე „თიბისი ბანკთან“ და ყვავილების ბაზრობასთან; კალაუბნის ქუჩაზე ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)