|
2019-12-17 14:01:10, 950 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის (GRDN) შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის (GRDN) შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა სოფლის განვითარებაში საზოგადოებრივი ქსელების წვლილზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს პრაქტიკაზე იმსჯელა. „საზოგადოებრივი ქსელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში. საქართველოს მთავრობის მიერ პლატფორმის შესაქმნელად ის პირველადი ნაბიჯები გადადგმულია, რითაც ინფორმაციის გაზიარება, ცნობადობის გაზრდა და სოფლის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარებაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზებზე და სოფლად წარმატებული ბიზნესის განვითარებასა და არაფერმერულ სექტორში შემოსავლების შექმნის კუთხით ახალგაზრდების როლზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი ქსელის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო, რომელმაც მხარდამჭერები და უშუალო მონაწილეები სოფლის განვითარების გარშემო უნდა გააერთიანოს. „საზოგადოებრივი ქსელი თანამშრომლობისა და სიახლის შექმნის საუკეთესო გზაა, რომელიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველგან ემსახურება“, - აღნიშნა ესტონეთის სოფლის განვითარების ქსელის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ავე ბრემსემ, რომელმაც წლევანდელ შეხვედრაში მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. სოფლის განვითარების ქსელები ევროკავშირში მიღებული პრაქტიკაა და ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელი (GRDN) ესტონეთისა და ფინეთის ანალოგიური ქსელების წარმატებულ პრაქტიკას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ქსელი ონლაინ პლატფორმის სახით შეიქმნება, რომლის ადმინისტრირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ქსელის მიზანია ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ ყველა პარტნიორსა და დაინტერესებულ მხარეს - საჯარო და კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ჯგუფებს შორის. ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179,5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enoard.ge
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)