|
2015-07-24 12:37:20, 2158 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: სოციალურად მიმართული სუბსიდირება, ძალიან მიღებული მეთოდია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად მიმართული სუბსიდირება არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც ძალიან მიღებული მეთოდია. როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირების სქემის შემუშავება უახლოეს საათებში დასრულდება. „რაც შეეხება კორექტირებული ტარიფების სუბსიდირებას, რამდენად გამართლებულია, სოციალურად მიმართული სუბსიდირება ძალიან მიღებული მეთოდია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც. რაც შეეხება იმას, ბიუჯეტი გაუძლებს თუ არა, უახლოეს საათებში მოხდება საბოლოო შეჯამება. გუშინაც გვქონდა ამაზე კონსულტაციები იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ეს ცვლილებები არანაირი სახით არ იგრძნონ და ტვირთად არ დააწვეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 460 ათასამდე სოციალურად დაუცველია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)