04:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 18:28:19, 1605 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ხელისუფლებასთან დიალოგზე იმიტომ მივდივართ, იქნებ რაღაც გამოვიდეს, ფეხბურთის მატჩივითაა, მოგების გარანტია არ გაქვს

„მოლაპარაკებაზე მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რამე გამოვიდეს. ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ესაა, ფეხბურთის მატჩივითაა, გარანტია არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განახცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტს.  

„კარგია, რომ ერთმანეთს არავინ ჭიქებს არ ესვრის და თავში აგურს არ ურტყამს, შესანიშნავია. ჩვენ თუ გვექნება ერში განხეთქილება, ეს აძლევს ხელს მხოლოდ ერთადერთ ძალას დედამიწის ზურგზე და ეს არის რუსეთის ფედერაცია. მაგრამ შედეგის იმედი მაქვს? არ მაქვს. მოლაპარაკებაზე მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რამე გამოვიდეს. ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ესაა, ფეხბურთის მატჩივითაა, გარანტია არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო. შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ მიდიხარ იქ, რომ შენს თავსაც და მოწინააღმდეგესაც შეხედო. ხელისუფლებამ იცის პირველი, რომ ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ კვირის ბოლოს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების კიდევ ერთი სერია გაიმართება.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics