|
2019-12-16 14:35:35, 3164 ნახვა
რეგიონი
ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს. თორნიკე რიჟვაძე დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,დღეს საქართველოს განათლების მინისტრთან, ბატონ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ბათუმში საფუძველი ჩავუყარეთ განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. რომელიც მართლაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თანამედროვე საგანმანათლებლო კერა. კომაროვის სკოლა აშენდება, ასევე თანამედროვე ლაბორატორიები, საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო სივრცეები, სპორტული დარბაზები. ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების მიღებისთვის. ეს არ იქნება ერთადერთი სკოლა, რომელიც ამ ქალაქში აშენდება. იცით, რომ დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლის კოლეჯის და ხელოვნების სკოლის მშენებლობა. ასე, რომ ერთ სივრცეში ჩვენ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო კულტურულ სივრცეს მოვუყრით თავს "- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ახალგაზრდები. განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქების" მშენებლობა.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)