|
2015-07-24 10:46:32, 1362 ნახვა
მსოფლიო
NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა
NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა „დედამიწა 2.0“ აღმოაჩინა. ტელესკოპ Kepler-ის მეშვეობით აღმოჩენილი პლანეტის დიამეტრი დედამიწისაზე 60%-ით დიდია. მეცნიერების განცხადებით, პლანეტა სახელად Kepler-452b ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას, ვიდრე მისი აქამდე აღმოჩენილი სხვა ანალოგები. პლანეტაზე წელიწადი თითქმის დედამიწის წელიწადს უტოლდება. Kepler 452b დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ვარსკვლავი Kepler 452b დაახლოებთ ექვსი მილიარდი წლისაა, რაც მზის ასაკს მილიარდ-ნახევარი წლით აღემატება. პროექტ Kepler-ის მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონ ჯენკინსის განცხადებით, პლანეტის ზომა და მისი დაშორება ვარსკვლავისგან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასზე პოტენციურად შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. მისი თქმით, Kepler 452b დედამიწის „დიდი ბიძაშვილია“. კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის მეშვეობით ექსოპლანეტებზე დაკვირვება 2009 წლიდან მიმდინარეობს. მოცემულ მომენტში მეცნიერები დაახლოებით 500 ციურ სხეულს, სავარაუდო პლანეტებს აკვირდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)