14:50 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 10:50:44, 1696 ნახვა

ეკონომიკა
„ბაზისბანკმა“ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საუკეთესო პროექტებისთვის EBRD-ის სპეციალური ჯილდო მიიღო

ბაზისბანკს EBRD-ის პროგრამა „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში საუკეთესო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. „ენერგოკრედიტი“ ევროგაერთიანებისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ჯილდო ბაზისბანკის კომერციული მიმართულების მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს, დავით ნიკოლაიშვილს გადაეცა. მან ისაუბრა ბაზისბანკის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით მწვანე ეკონომიკის მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ და განაცხადა, რომ ბანკი განუხრელად მიჰყვება მწვანე ენერგოპროექტების დაფინანსების არჩეულ კურსს. შეხვედრას ესწრებოდნენ EBRD-ის პარტნიორი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, საქართველოს კერძო სექტორი, საერთაშორისო დონორები და მთავრობის წარმომადგენლები.

პროგრამა „ენერგოკრედიტი“ საქართველოში 2012 წელს ამოქმედდა. მას შემდეგ, ბაზისბანკისა და სხვა ქართული ბანკების მეშვეობით 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი მწვანე დაფინანსება მიიღეს.

„შერატონში“ გამართული მასშტაბური ღონისძიებით ასევე აღინიშნა EBRD-ის ახალი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის” (GEFF) დაწყება, რომლის მოცულობაც 54 მილიონი დოლარია. პროგრამის თანადაფინანსებას ახორციელებს „მწვანე კლიმატის ფონდი“ (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებსა და ოჯახებს ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორი ბანკებიდან მიღებული სესხების საშუალებით ენერგოეფექტურობის, კლიმატის ადაპტაციისა და მიტიგაციის პროექტების განხორციელებაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics