20:21 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 16:22:08, 646 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენისთვის მოხდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირებას მხოლოდ  სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენისთვის მოახდენს.

"რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას და ეს არ არის ფუფნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება",-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული.

სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით  გაიზარდა. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი გახდა.

"ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics