14:50 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 17:22:20, 1828 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებები ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის პირველადი ზრუნვის საგანია

„ჩვენი ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია და თქვენ ხედავთ, რომ ეს ღონისძიებები ხორციელდება წარმატებით -  ლარი მყარდება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი არის როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ასევე მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი.
რაც შეეხება იმას,  პარალელურად როგორ არ შენელდეს ეკონომიკური ზრდა, ნათია თურნავას განცხადებით, ამისთვის არსებობს არამონეტარული ბერკეტები, რისი გამოყენებაც მაქსიმალურად ხდება.

„ეს არის დააჩქარებული პრივატიზაცია. როგორც იცით, პრივატიზაციაში წამოვიწყეთ და მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, აგრეთვე ეს არის წიაღში გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის წახალისება, საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის შენელება და პირიქით, გვქონდეს მაღალი ზრდა რეგიონში, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. ასევე პარალელურად, ლარმაც განაგრძოს გამყარება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის განცხადებაშიც, რომ ლარი შესაძლოა კიდევ გამყარდეს და ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის მხრიდან არის ნდობა მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რასაც ამ ბოლო დროს მთავრობა იღებს, იგივე ლარის კურსის ნორმალიზების თვალსაზრისით.

„ეს გადაწყვეტილებები არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც შედეგად მოიტანს ლარის კურსის დინამიკის სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სხვადასხვა ბერკეტი უზრუნველვყოფთ და ინფლაციის შემცირებას" - დასძინა ნათია თურნავამ.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics