|
2019-12-11 17:16:29, 2600 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მშენებლობა დაათვალიერა
ეროვნული არქივს სამცხე-ჯავახეთში მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. ახალციხეში მიმდინარე სარეკონსტრუქციო და საცავის სამშენებლო სამუშაოები დღეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე. ახალციხის რეგიონული არქივი 1962 წელს აშენდა. სამსართულიანი შენობა 524 მ2 -ია. მის არქივსაცავში ამჟამად ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების 140 ათასამდე საარქივო საქმეა განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია და ახალი საცავის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა ძველი შენობის ფრაგმენტები. მის შესწავლაში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათი რეკომენდაციით, საჭირო იყო XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება. ამის გათვალისწინებით შეიცვალა პროექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი სტრუქტურა ისე, რომ არ დაზიანებულიყო არქეოლოგიური ფენა. შეცვლილი პროექტით მშენებლობა 2019 წლის 2 აპრილიდან განახლდა. რეკონსტრუქციის შემდგომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივი ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილიც გახდება. მშენებლობისას აღმოჩენილი XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთები შენარჩუნდა და დამთვალიერებელთათვის ღია იქნება. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, არსებული შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით შენდება 3-სართულიანი არქივსაცავი, რომელიც შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობის საერთო ფართი 1200 მ2 იქნება, გაიზრდება საცავის ტეროტორიაც, აქ დაცულ დოკუმენტებს დაემატება ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები და საქმეთა რაოდენობა 250 ათასს გადააჭარბებს. შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით, ინვენტარითა და ავეჯით. მოქალაქეთათვის მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „ხომერიკი და კომპანია“ ახორციელებს.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)