|
2019-12-11 16:27:19, 1837 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს 100-მდე გარემოსდაცვითი მმართველი გადამმზადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი გაიმართა, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი, რომლის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადება, 2019 წელს 100-მდე დაინტერესებულმა პირმა გაიარა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია ამ მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავებულია შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სასწავლო პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ 2015 წელს დაიწყო. კურსის ფარგლებში დღემდე სულ 400 კადრი გადამზადდა, რომლებსაც შეუძლიათ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განახლება, განხორციელების ორგანიზება და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლი.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)