|
2019-12-07 16:51:16, 3027 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბევრი სექტორი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, სწორედ სამოქალაქო ავიაციის წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. სასტუმრო „რედისონში" გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დარგის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრი სექტორი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, სწორედ სამოქალაქო ავიაციის წარმატებულ საქმიანობას ემყარება. „როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გავხდით ტურისტული ქვეყანა და თავს ვიწონებთ იმით, რომ წელს სამჯერ მეტ ტურისტს მოვემსახურებით, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა, ესეც თქვენი დამსახურებაა. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის და ბევრი უცხოელი ბიზნესმენი ჩამოდის საქმიანი ვიზიტით, ესეც თქვენი დამსახურებაა. დღევანდელ საერთაშორისო ბიზნესში სისწრაფე, უსაფრთხოება, კონტაქტის სიმარტივე არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისითაც ვამაყობთ და ვინც ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, რადგან უსაფრთხო სამოქალაქო ავიაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, არის ჩვენი სახე, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ისაუბრა დარგის გამოწვევებზე. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა, მიმდინარე წელს კი, რუსეთიდან ფრენების შეჩერების მიუხედავად, 11 თვის წინასწარი მონაცემებით მგზავრთა რაოდენობა 4 მილიონ 800 ათასზე მეტია. „ამ მაჩვენებლის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამურად შარშანდელზე ნაკლები მგზავრი არ გვეყოლება," - განაცხადა ნათია თურნავამ. „ბოლო 3 წელიწადში, საქართველოს ბაზარზე 25 - მდე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ნიშნავს ახალ ტურისტებს, ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ავიატორებისთვის ეს დამატებითი გამოწვევაა, რადგან იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების შესრულების კუთხით როგორც ხმელეთზე, ასევე საჰაერო სივრცეში," - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარებისთვის ახორციელებენ კომპანია „საქაერონავიგაცია", „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო" და სხვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ICAO-ს ასამბლეის და EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის არჩევაზე. მისი თქმით, ეს ასევე არის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის რეფორმის აღიარება, რადგან ისტორიაში პირველად ხდება საქართველოს წარმოდგენელი ასეთი მაღალი რანგის არჩეული პირი. ბოლო რამდენიმე წელიწადში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ ჩვენი შესატყვისობის ხარისხი პრაქტიკულად გასამმაგდა. 2013 წლის მონაცემებით, ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების და მონიტორინგის თვალსაზრისით მოთხოვნების მხოლოდ 32 პროცენტს ვპასუხობდით, ახლა 88 პროცენტს მივაღწიეთ. ეს, პრაქტიკულად, ხუთ წელიწადში გაკეთებული ნახტომია, მაგრამ წინ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს," - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ სექტორის მიმდინარე ანგარიში და სამომავლო პროექტები წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს საავიაციო დარგის, მათ შორის, გადამზიდავი კომპანიების, აეროპორტებისა და სხვა სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)