|
2019-12-07 13:29:03, 1446 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილი კახა ოქრიაშვილზე: როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა
„როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, აშკარად მას ბარგი აქვს ჩალაგებული“, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დმანისში ყოფნისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, კახა ოქრიაშვილი იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელია, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. „როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, აშკარად მას ბარგი აქვს ჩალაგებული. ახლა უნდა ჩვენკენ, აქეთა ოპოზიციისკენ ურთიერთობების დალაგება. არ დავმალავ, რომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა კიდევაც და პატივს გცემო, მითხრა, ჩემდა გასაკვირად. არადა ტელევიზორში მას ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. აქ მოკლედ ბანერები და მთელი ქალაქი აქვს აჭრელებული ამ რაღაცა სმაილიკებით. ამის მიუხედავად, კახა ოქრიაშვილიც არის ზუსტად იმ მაჟორიტარი ფეოდალების კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი გუნდის წევრებთან ერთად დღეს დმანისში ჩავიდა, სადაც უმრავლესობის დეპუტატ კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა აგრარული ბაზარი ცარიელი დახვდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი დეპუტატი სტუმრებს ბანერით და სტიკერებით დახვდა, რომლებზეც წერია: „კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)