|
2019-12-06 17:38:21, 1067 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გამწვანებისა და „მზიურის“ სრულად აღდგენა-მოწყობას ითვალისწინებს. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით საქალაქო პარკების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნული პროექტის სახით კი თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე შეემატება. „ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო აქ. მივიღეთ გადაწყვეტილება, პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით. ამჯერად „მზიურის“ ქვედა ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება და ახალი ხე-მცენარეები დაირგვება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მოწყობილია საფეხმავლო და ველობილიკები. ასევე, უკვე დამონტაჟებულია ახალი ელექტრობოძები და ლედ სანათები. კეთდება ხელოვნური ტბაც. ამ პროეტის ფარგლებში ვგეგმავთ საფეხმავლო ხიდის გაკეთებას, რომელიც ხილიანს, ზოოპარკსა და „მზიურს“ დააკავშირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ველობილიკები, დაიდგმება სკამები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, ურნები, ასევე, განთავსდება ზონირების შესაბამისი ნიშნები, გარდა ამისა, დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პროექტში გათვალისწინებულია დენდროლოგიური ნაწილიც, რომლის შესაბამისად პარკში დამატებით დაირგვება მცენარეები. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)