23:52 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 17:25:33, 1829 ნახვა

პოლიტიკა
სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა გაცნობითი შეხვედრა. ხათუნა თოთლაძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი თემები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს ბიზნეს ფორუმის ჩატარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას.

ხათუნა თოთლაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებში ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვენიელი მონიტორის ხელახლა დანიშვნისთვის, სლოვენიის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანისთვის. თავის მხრივ, ტომაჟ მენცინმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics