|
2019-12-03 13:52:46, 1887 ნახვა
პოლიტიკა
პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესია გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა პარიზში, საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიმიტრი ამილახვარის დიალოგის პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ბიზნესსაბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. როგორც ხატია წილოსანმა შეხვედრაზე განაცხადა, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართულ ბიზნესს საშუალება ეძლევა განახორციელოს პროდუქციისა და სერვისების ექსპორტი და, ამასთანავე, საქართველოში ფრანგული ინვესტიციები მოიზიდოს. ხატია წილოსანმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში მელიორაციის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, მესაქონლეობის დარგის განვითარების პოტენციალზე და ნიშური პროდუქტების, როგორიცაა ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თხილი და კენკროვანი კულტურები, საფრანგეთის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობებზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლედრიენმა დიმიტრი ამილახვარის დიალოგის მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართული ღვინო არის ის მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებას. შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და ტურიზმის მიმართულებით ფრანგული კომპანიების დაინტერესება. ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)